28 ნოემბერი, 2014

სელენა გომესი დაბერდა

16სელენა გომესი, რომელიც ჯერ 25 წლისაც არაა, უკვე დაბერდა. ამის დემონსტრირება ბერლინში შედგა, როდესაც სელენა გომესის ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმმა შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა.

მუზეუმში მისულმა საზოგადოებამ სელენა გომესი თავისსავე ორეულს ძალიან მიამსგავსა, თუმცა ფაქტი ერთია, მომღერლის ცვილის ფიგურა სულ ცოტა 10 წლით უფროსია, ვიდრე რეალური მომღერალი. სელენა გომესის ორეულზე 20 მხატვარი ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა.

მუზეუმის თანამშრომლებმა მომღერლის ცვილის ფიგურა მიკროფონით ხელში წარმოადგინეს, რომელსაც საკმაოდ თამამი ჩაცმულობა ამშვენებს: მოკლე ტყავის შავი შორტები და ნახევრადგამჭვირვალე თეთრი ზედატანი. სელენა გომესი ამ ფორმაში საზოგადოების წინაშე ლონდონში გამართული კონცერტის დროს წარსდგა.