საქართველოს დროშა ოპტიკური ლინზებით შეიქმნა

საქართველოს დროშა ოპტიკური ლინზებით შეიქმნაამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ხელოვანმა დევიდ დათუნამ თავის ქვეყანას საჩუქარი გაუკეთა. მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების საქართველოს დროშა ოპტიკური ლინზებითაა შექმნილი. დევიდ დათუნას შემოქმედებით მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები მუდმივად ინტერესდებიან და აშუქებენ მხატვრის გამოფენებს.

მიღება და ნამუშევრის პრეზენტაცია პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა. ეროვნულ დროშაზე, სადაც ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდებია ასახული, ხელოვანი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. დროშა ნიუ იორკიდან თბილისში სპეციალური რეისით ჩამოიტანეს.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრეზენტაციაზე საზოგადოებას დევიდ დათუნამ და გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართეს.