სამხატვრო აკადემიას მიხეილ გიორგაძე ეწვია

13საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ინიციატივით გრძელდება შეხვედრები სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლებთან. ამჯერად მინისტრი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ეწვია და შენობა დაათვალიერა.

აკადემიის ხელმძღვანელობამ მიხეილ გიორგაძეს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები გააცნო და სამხატვრო აკადემიის შენობის რეაბილიტაციის პროექტის გეგმა წარუდგინა. მინისტრი აკადემიის თანამშრომლებს შენობის რეაბილიტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დაპირდა.