27 ნოემბერი, 2014

სალომე ღვინიაშვილი ანატოლი ბოისას უპირისპირდება

18მოდელი სალომე ღვინიაშვილი კალათბურთელ ანატოლი ბოისას უპირისპირდება, თანაც განა მარტო, არამედ მეუღლესთან, ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილთან ერთად. თავის მხრივ, მარტო არ არის არც ანატოლი ბოისა. მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს ძმა ვლადიმერ ბოისა.

მათი დაპირისპირების მიზეზი მუსიკალური შოუ “ბრავოა”, რომელიც 28 ნოემბერს “რუსთავი 2”-ის ეთერში გაიმართება. ეს იქნება ბოლო დაპირისპირება, სადაც მერვე ფინალისტი გამოვლინდება. ამჯერად ერთმანეთს მარიკო ლეჟავა და აკე და ანა დაუპირისპირდებიან.