18 ნოემბერი, 2014

“საჩუქარი” დასრულდა

21მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი” 17 ნოემბერს ვერა კომისარჟევსკაიას სახელობის სანქტ-პეტერბურგის აკადემიური დრამატული თეატრის სპექტაკლით დასრულდა. გათამაშდა ალექსანდრე  ბარგმანის მიერ ინგმარ ვილკვისტის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმული „ჰელვერის ღამე”. პიესა პოლონურიდან თარგმნა ტატიანა კომონოვმა. სპექტაკლის მხატვარია ანვარ გუმაროვი, მხატვარი გამნათებელი ევგენი განზბურგი, პლასტიკის რეჟისორი ნიკოლაი რეუტოვი, მუსიკალური გამფორმებლები ალექსანდრე ბარგმანი და იური ლეიკინი, ლიტერატურული კონსულტანტი ელენა იანუსი.

სპექტაკლში მონაწილეობენ დენის პიანოვი და ოქსანა ბაზილევიჩი.

“1930-იანი წლები, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ომამდე და ორი ადამიანის ტრაგიკული ბედი: ჭკუასუსტი ჰელვერი და მისი დედობილი. ამ რთული ამბავს თან ახლავს ყველაფერი: აქტუალობა, ავტორის პოლიტიკური პოზიცია, სიყვარული, თანაგრძნობა, დაუნახაობა და ადამიანური ბუნების გამოღვიძება. რეჟისორი არ აძლევს  მაყურებელს საშუალებას იყვნენ ინდიფერენტული და პირდაპირ შეაჯახა ადამიანურ ტრაგედიას. მაყურებელი წარმოადგენს რეჟისორის არა მხოლოდ აუდიტორიას, იგი ერთ-ერთი უშუალო მონაწილეა ამ ისტორიისა, სადაც ადამიანური სიძულვილის საშინელებები და ადამიანის სიყვარულის სილამაზე უთანასწორო ბრძოლაში უპირისპირდებიან ერთმანეთს. თუმცა სცენიდან წამოსული განწირული ხმები არაფრის მთქმელია… მაგრამ არსებითი და რეალური მხოლოდ ორი ადამიანის სიყვარულია,” – ასეთია სპექტაკლის სინოფსისი, რომელმაც წელს “საჩუქარი” დახურა.