24 ნოემბერი, 2014

რუსა მორჩილაძე რეკორდსმენია

7კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე რეკორდსმენია. მან ეს რეკორდი სიმღერების ყველაზე დიდი რაოდენობით შექმნისთვის მოიპოვა. თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში რუსამ 1500 სიმღერა დაწერა და მათი უმეტესობა ჰიტად იქცა. მისი პირველი სიმღერა იყო “იები”, რომელიც ნინო ქათამაძემ შეასრულა და დღემდე ერთ-ერთ ჰიტად რჩება”

“იები” ჩემი პირველი სიმღერაა, რომელიც ნინო ქათამაძემ ისე იმღერა, მალევე გაჰიტდა და დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მერე უკვე იყო სხვა ცნობილი სიმღერები, მაგრამ მათგან გამოვარჩევდი “პაჩკა პაჩკა დოლარებს”. ეს სულ სხვანაირი სიმღერაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ორი რადიკალურად განსხვავებული სიმღერა მშვენივრად გაჰიტდა და გაიყიდა. მიმაჩნია, რომ როგორც კომპოზიტორმა “იებიც” გავყიდე და “პაჩკა პაჩკა დოლარებიც”.

რუსა გაჩერებას არ აპირებს და კიდევ არაერთი ლამაზი სიმღერის შექმნა აქვს გადაწყვეტილი.