21 ნოემბერი, 2014

რობი უილიამსი მოდას უბრუნდება

1მომღერალი რობი უილიამსი ხანმოკლე პაუზის შემდეგ მოდას უბრუნდება. ის კვლავ განაახლებს “ფარელის” სახელწოდებით მამაკაცის სამოსის გამოცემას. მომღერალმა “ფარელი” სამი წლის წინ დააარსა და სამოსის ხაზს ასეთი სახელწოდება ბაბუის ჯეკ ფარელის პატივსაცემად უწოდა. მომღერლის მიერ წარმოებული მამაკაცური ხაზის კოლექცია ჯენლტმენურია და ინგლისურ სტილს არ კარგავს.

კომპანია შარშან გაკოტრდა და მას სათავეში რობი უილიამსთან ერთად ბარბერის დიზაინერი ბენ დიკენსი ედგა.

“განახლებული “ფარელის” კოლექცია არათუ შეავსებს თქვენს გარდერობს, არამედ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს,” – ამბობს მომღერალი.