რიკი მარტინს ცვილის ფიგურა დაუდგეს

Ricky Martin Meets His New Wax Figure For Madame Tussauds Orlando In Las Vegasმადამ ტიუსოს მუზეუმი კიდევ ერთი ფიგურით გამდიდრდა. პუერტორიკოელი მომღერლის რიკი მარტინის ცვილის ფიგურამ სწორედ ამ მუზეუმში დაიდო ბინა.

რიკი მარტინის ფიგურა საკმაოდ ორიგინალურ პოზაშია შექმნილი, ის ცეკვავს და ხელში მიკროფონი უჭირავს. ცვილის ფიგურის ოფიციალურ გახსნაზე ჟურნალისტები და დამსწრე საზოგადოება შოკში ჩააგდო ერთდროულად ორი რიკი მარტინის დანახვამ, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად მომ ღერალმაც ზუსტად იგივე პოზა მიიღო, როგორიც მის ცვილის ფიუგრას აქვს.

“საოცარია ასეთი მსგავსება, ვერც კი წარმოვიდგენთ ალბათ, რამდენი მუშაობა დასჭირდათ მუზეუმის თანამშრომლებს იმისთვის, რომ ეს საოცრება ჩემთვის ასე ზედმიწევნით მიემსგავსებინათ,” – განუცხადა 42 წლის მომღერალმა ჟურნალისტებს.

მადამ ტიუსოს მუზეუმს თითოეული ცვილის ფიგურის დამზადება დაახლოებით 200.000 დოლარი უჯდება და მასზე პროფესიონალები 800 საათი თავდაუზოგავად მუშაობენ.