28 ნოემბერი, 2014

რიანამ ახალი სიმღერა ჩაწერა

Altuzarra - Front Row & Backstage - Mercedes-Benz Fashion Week Spring 2015რიანამ ახალი სიმღერა ჩაწერა და მისი ნაწყვეტი გულშემტკივრებს ინსტაგრამის საშუალებით უკვე მოასმენინა. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მომღერალმა ბოლო ალბომი გამოუშვა, ამიტომაც მის ფანებს ახალი სიმღერის მოსმენა ძალიან გაუხარდათ. ჯერჯერობით უცნობია რა ჰქვია სიმღერას, როდის გამოვა და გადაიღებენ თუ არა მასზე კლიპს. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ბარბადოსელი მომღერლის მერვე ალბომი მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება.

ალბომის გამოსვლამდე კი რიანა თავისი პირველი მეჯლისისთვის ემზადება, რომელსაც 11 დეკემბერს ბევერლი ჰილზში გამართავს და მას “დაიამონდ ბალ” ეწოდება. მეჯლისის წამყვანი ჯიმი ქიმელი იქნება, საპატიო სტუმრები კი ბრედ პიტი და ჯეი ზი. ეს იქნება ყოველწლიური საქველმოქმედო მეჯლისი, მთელი შემოსავალი მის მიერ დაარსებულ ფონდში გადაირიცხება. ფონდი მომღერალმა თავის ბებიასა და ბაბუას მიუძღვნა და ის მოტივირებულია დახმარება გაუწიოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს ჯანდაცვის, განათლების, კულტურის და ხელოვნების სფეროებში.