28 ნოემბერი, 2014

ქეთა თოფურიამ პირველი კოლექცია შექმნა

პი4რველ დეკემბერს ქეთა თოფურია თავის პირველ კოლექციას წარადგენს. კოსტიუმების რაოდენობა ლიმიტირებულია და თითოეული მათგანი ქეთას სასცენო კოსტიუმების გავლენით არის შექმნილი. მომღერლის თქმით, მისი კოლექცია გათვლილია მომხმარებლის გარკვეულ სეგმენტზე.

ქეთას პირველი კოლექცია მოიცავს ქვედაბოლოებს და ტოპებს, რომელიც ტყავისგან, მატყლისგან და სხვადასხვა ქსოვილისგან არის დამზადებული. კოლექციაში ნაცრისფერი, წითელი, შავი, თეთრი ფერები სჭარბობს. მათი ფასი 20-დან 120 ათასი რუბლია. ახალი კოლექციის ფოტოსესიის შესაქმნელად მსოფლიო დონის მოდელი დარია მალიგინა იქნა მოწვეული, რომელიც მსოფლიოს ბრენდების პრადას, მიუ მიუს, ვიქტორია სეკრეტის სახე იყო.

ქეთა თოფურიას სამოსის ბრენდს მისი სახელიდან ქეთევანიდან გამომდინარე, “ქეთი ვან” ჰქვია და ინგლისური აბრევიატურა აქვს:

“რადგან ვარ ქეთევანი, გადავწყვიტე ჩემს ბრენდს ასეთი სახელწოდება ჰქონდეს. კარგად ჟღერს და ვნახოთ რა იქნება. ჯერ მხოლოდ პირველი კოლექციაა მზად და თუ კარგად წავიდა, გავყვები და მერე უფრო და უფრო განვვითარდებით.”

როგორც ქართველი მომღერალი ამბობს, მას უკვე აქვს შეკვეთები კოლეგებისგან. ბევრმა მომღერალმა მისი სამოსის ტარების სურვილი გამოთქვა:

“კოლექციის შექმნა ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ მეგობრებმა სხვა გასაქარი არ დამიტოვეს. იმედი მაქვს, შოურუმზე მოსული დამთვარიელებელი ობიექტურად შეაფასებს ჩემს მონდომებას და კრეატივს. კოლექციის შექმნის მიუხედავად, ჩემს თავს, როგორც დიზაინერს არასოდეს განვიხილავ, იმიტომ რომ პირველ რიგში მომღერალი ვარ!”