23 ნოემბერი, 2014

ქეთა თოფურიამ დიზაინერობა დაიწყო

1“ა სტუდიოს” ქართველმა სოლისტმა ქეთა თოფურიამ დიზაინერობა დაიწყო. როგორც მომღერალი ამბობს, ამისკენ მისმა მეგობრებმა უბიძგეს:

“მოხდა ისე, რომ რამდენიმე კოსტიუმი შევქმენი ჩემთვის, იურმალაზე გამოვდიოდი და ყველა ჩემი მეგობარი და მათი მეგობარიც მოდიოდა და მეუბნებოდა, სად შევიძინოთ ასეთი სამოსი, ჩვენც გვინდაო. ბოლოს მეგობრებმა მთხოვეს, გააკეთე ერთი პატარა შოურუმი მაინც, ერთი პატარა კოლექციას ისე გააკეთე, არც მოდების ჩვენება არც არაფერი მოაწყო, მარტო ჩვენთვის გააკეთეო. ჰოდა, მეც გადავწყვიტე ამ საქმესაც სერიოზულად მოვეკიდო.”

ქეთა თოფურიას ბრენდს მისი სახელიდან ქეთევანიდან გამომდინარე, “ქეთი ვან” ერქმევა და ინგლისური აბრევიატურა ექნება:

“იქიდან გამომდინარე, რომ ვარ ქეთევანი, გადავწყვიტე ჩემს ბრენდს ასეთი სახელწოდება ჰქონდეს. ვიფიქრე, რომ კარგად ჟღერს და ვნახოთ რა იქნება. ახლა ვიწყებთ ამ ყველაფერს, თუ კარგად წავიდა, გავყვები და მერე უფრო და უფრო განვვითარდებით.”