ქართველმა პიანისტმა ორ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა

20ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა ანა ყიფიანმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ლაურეატობა მოიპოვა. ანა ყიფიანი მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიის მესამე კურსზე, პროფესორ ელისო ვირსალაძის კლასში სწავლობს.

მექსიკისა და ესპანეთის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსებზე, სადაც ჟიურის შემადგენლობაში ცნობილი მუსიკოსები იყვნენ, ანა ყიფიანმა მეორე ადგილი და ლაურეატის საპატიო წოდება მოიპოვა. მან ასევე საინტერესო შემოთავაზებები მიიღო კონცერტების გამართვასთან დაკავშირებით მექსიკაში. ქართველი პიანისტი კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად ესპანეთსა და გერმანიაშიც მიიწვიეს.