22 ნოემბერი, 2014

პიტერ დინკლეიჯს ჰონორარს გაუზრდიან

2012 Golden Globes Winnersგახმაურებული სერიალის “სამეფო კარის თამაშების” ა კლასის მსახიობს პიტერ დინკლეიჯს, რმოელიც სერიალში ტირიონ ლანისტერის როლს ასრულებს, ჰონორარს გაუზრდიან. მასან ერთად ჰონორარს გაუზრდიან სერიალში მონაწილე სხვა ა კლასის მსახიობებსაც კიტ ჰარინგტონს (ჯონ სნოუ), ლენა ხედის, (სერსეა ლანისტერი), ემილია კლარკს (დეიენერის ტარგარიენი), და ნიკოლას კოსტერ-ვალდაუს (ჯეიმე ლანისტერი).

სერიალის შემქმნელებმა სერიალი ოფიციალურად მეექვსე სეზონამდე გააგრძელეს, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მეხუთე სეზონის გადაღებები მიმდინარეობს, მსახიობების კონტრაქტში უკვე გაჩნდა ქვეპუნქტი მეშვიდე სეზონის შესახებ. კონტრაქტში ასევე მითითებულია, რომ ამ მსახიობებს მეექვსე და მეშვიდე სეზონში ჰონორარებს გაუზრდიან. ასეთი გადაწყვეტილებით, “სამეფო კარის თამაშების” მსახიობები იქნებიან პირველები, ვისაც ყველაზე მაღალი ანაზაურება ექნებათ საკაბელო ტელევიზიების არსებობის ისტორიაში.