ფრედი მერკურის უცნობი სიმღერები აღმოაჩინეს

3ჯგუფ “ქვინის” სოლისტის ფრედი მერკურის სამი უცნობი სიმღერა აღმოაჩინეს. მომღერალი, რომელიც 23 წლის წინ გარდაიცვალა, აქამდე არ კარგავს პოპულარობას და მისი სიმღერები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მუსიკალურ კომპოზიციებად ითვლება.

ფრედი მერკურის უცნობი სიმღერები შევა “ქვინის” ახალ ალბომში “ქვინ ფორევარ”, რომელიც მელომანებისთვის ნამდვილი სიურპრიზია. მთავარი გათვლა ახალ ალბომში შემავალი სიმღერებიდან გაკეთებულია ერთ-ერთზე, რომელიც მერკურიმ 80-იანი წლების დასაწყისში პოპის მეფესთან მაიკლ ჯექსონთან თანამშრომლობის მცდელობის დროს შექმნა. ორივე მომღერალმა ჩაწერა ამ სიმღერაში თავ-თავისი პარტია, თუმცა რატომღაც დუეტი არ გაჟღერდა.

მოგვიანებით ფრედი მერკურიმ ეს სიმღერა მარტომ შეასრულა, ჯექსონთან შესრულებული ვერსია კი არქივში აღმოჩნდა. ამჯერად “ქვინის” გიტარისტმა ბრაიან მეიმ და დრამერმა როჯერ ტეილორმა მივიწყებული დუეტი ახალ ალბომში შეიტანეს. ამ და კიდევ ორ უცნობ სიმღერასთან ერთად, ალბომში ჯგუფის ჰიტებიც შევა და მთლიანობაში ალბომში 36 ტრეკი იქნება გაერთიანებული.