24 ნოემბერი, 2014

ფრედი მერკურის გარდაცვალებიდან 23 წელი გავიდა

4ჯგუფ “ქვინის” სოლისტის ფრედი მერკურის გარდაცვალებიდან 23 წელი გავიდა. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ფაროჰ ბულსარა და ის ტანზანიელია.

ფრედი მერკური, როგორც შემსრულებელი, გამოირჩეოდა თავისი ვოკალური მონაცემებით, ხოლო როგორც კომპოზიტორმა შექმნა უამრავი მსოფლიო ჰიტი. მომღერალი გაიზარდა ინდოეთში, ამიტომ იგი შერაცხეს ბრიტანეთის პირველ აზიელ როკ ვარსკვლავად. ჟურნალმა თაისმა იგი შერაცხა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი აზიელი გმირი ბოლო 60 წლის განმავლობაში და ახლაც იგი არის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი პოპულარული მუსიკის ისტორიაში.

მისი მუსიკალური კარიერა დაიწყო ჯერ კიდევ სკოლაში, როცა პირველი ჯგუფი ჩამოაყალიბა. იქ მომღერალი ფორტეპიანოზე უკრავდა და ამ დროს ის საკუთარ თავს უკვე უწოდებდა ფრედის. მოგვიანებით მან გიტარაზე დაკვრაც ისწავლა.

1964 წლის რევოლუციის გამო 17 წლის მერკური და მისი ოჯახი ზანზაბარიდან გაიქცა და დასახლდა ლონდონში. იგი შევიდა სასწავლებელში, სადაც ეუფლებოდა ხელოვნებას. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბევრ ადგილას. რაც შეეხება მუსიკალურ კარიერას, ის არაერთ ჯგუფში მოღვაწეობდა, თუმცა ყველა დაიშალა.

ფრედ მერკურიმ გაიცნო გიტარისტი ბრაიან მეი და დრამერი როჯერ ტეილორი და ერთობლივად შექმნეს ჯგუფი “ქვინი”. ამ დროისთვის მან კანონიერად გადაირქვა სახელი ფრედი მერკურად. ის აღიარებულია, როგორც ერთერთი ყველაზე ფენომენალური ვოკალისტი მთელ მსოფლიოში, მუსიკის ისტორიაში. იგი ლაპარაკობდა ბარიტონის ტონალობაში, ხოლო სიმღერებს ხშირად ასრულებდა, როგორც ტენორი. იგი თავისი ხმით წვდებოდა სამ ოქტავას სრული, ძლიერი ხმით. ის წვდებოდა ძალიან მაღალ ბგერებს, არ უჭირდა დაბლების აღებაც, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი აბმობდა, რომ მას არასდროს არ უვარჯიშია ხმაზე. მისი წარმატებული კომპოზიტორობა განპირობებული იყო იმით, რომ იგი იყენებდა მრავალ მუსიკალურ ჟანრს და მიმდინარეობას და არ იყო შემოფარგლული მხილოდ ერთით.

ფრედი მერკურის ყველაზე შედეგიან გამოსვლად “ქვინთან”  ერთად ითვლება 1985 წლის ლაივ კონცერტი, როცა 72.000 ადამიანი ტაშს აყოლებდა, მღეროდა და უნისონში ირხეოდა. კარიერის განმავლობაში მას “ქვინთან” ერთად ჩატარებული აქვს 700-მდე კონცერტი.

მომღერალს გრძელვადიანი ურთიერთობა ჰქონდა მის გერფლენდ მერი აუსტინთან, რომელიც ბრაიან მეიმ გააცნო. იგი მასთან ერთად დიდ ხანს ცხოვრობდა, თუმცა საბოლოოდ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ფრედი მერის შვილის -რიჩარდის მამინაცვალიც იყო. 80-იანი წლებიდან იგი გატაცებული იყო მამაკაცებით. სიკვდილამდე ექვსი წლის განმავლობაში ჯიმ ჰიუტონთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც დალაქი იყო და მზრუნველობით უვლიდა ფრედის ავადმყოფობისას.

ფრედი მერკურის ექიმებმა 1987 წლის გაზაფხულზე ცუდი დიაგნოზი დაუსვეს, ის ინფიცირებული იყო შიდსით. იგი ცუდად გამოიყურებოდა და “ქვინიც” იშვიათად გამოდიოდა სცენაზე, თუმცა მერკური დაავადებაზე არაფერს ამბობდა, უფრო ხშირად კი ასეთ ინფორმაციებს უარყოფდა და ჭორად თვლიდა. საბოლოოდ მან 1991 წლის 23 ნოემბერს განცხადება გააკეთა, რომ იტანჯებოდა შიდსისგან და 24 საათის შემდეგ ამ განცხადებიდან 1991 წლის 24 ნოემბერს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რომელიც გართულებული იყო უკურნებელი სენის გამო.