24 ნოემბერი, 2014

ფრანც კაფკა მარჯანიშვილის თეატრშია

5ფრანც კაფკას “პროცესი” მარჯანიშვილის თეატრშია. პრემიერა 26 ნოემბერს “სარდაფის” სცენაზე გაიმართება. ახალი სპექტაკლის რეჟისორი თემო კუპრავაა:

“თქვენ, რა თქმა უნდა, სასამართლოზე ბევრად მეტი იცით, ვიდრე მე, მე მხოლოდ ის ვიცი, რაც საერთოდ სხვადსხვა ადამიანებისგან მსმენია, მაგრამ ერთ საკითხზე ყველა ერთი და იგივე აზრისაა, ზერელე, უსაფუძვლო ბრალდებას არავის უყენებენ და თუ სასამართლომ ვინმეს ბრალი დასდო, ეს იმას ნიშნავს, რომ მტკიცედაა დარწმუნებული ბრალდებულის დანაშაულში და მისი გადარწმუნება ძალიან ძნელია.“