26 ნოემბერი, 2014

ფესტივალი “ნიღაბი” იწყება

72 დეკემბერს “მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია” მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალს ,,ნიღაბი” მესამედ წარმოადგენს. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ სტუდენტური დასები საქართველოდან, უკრაინიდან, აზიიდან და თურქეთიდან. ფესტივალის გახსნას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დარბაზი უმასპინძლებს. ფესტივალის ხანგრძლივობაა 9 დღე და ის ყოველდღიურად სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდება. ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება ტრადიციულად “თიბისი” გალერეაში.

ფესტივალის წამყვანები მარიამ ჯოლოგუა და არჩილ სოლოღაშვილი არიან, ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა დასების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. მათ მიერ გამოვლინდება გამარჯვებული 10 ნომინაციაში. ჟიურის წევრები იქნებიან გოგი თოდაძე (რეჟისორი), გოჩა კაპანაძე (რეჟისორი), ია სუხიტაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი), კახა მიქიაშვილი (თავისუფალი თეატრის მსახიობი), ნანული სარაჯიშვილი (მსახიობი), ნიკა წულუკიძე (თეატრმცოდნე), მერიის წარმომადგენელი პირი. ფესტივალის ფორმატში შეფასდებიან მხოლოდ წარმოდგენილ სპექტაკლებში მონაწილე სტუდენტები. კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლინდება გამარჯვებული 9 ნომინაციაში ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი სტუდენტი; მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი სტუდენტი; მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი სტუდენტი; ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი სტუდენტი; მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი სტუდენტი; ქალის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი სტუდენტი; მამაკაცის ტრაგიკული როლის საუკეთესო შემსრულებელი სტუდენტი; ქალის ტრაგიკული როლის საუკეთესო შემსრულებელი სტუდენტი და ფესტივალის აღმოჩენა სტუდენტი.