პარიზში პიერ კარდენის მუზეუმი გაიხსნა

23ევრონიუსის ცნობით, ლეგენდარულმა დიზაინერმა პიერ კარდენმა პარიზში მუზეუმი გახსნა, სადაც მის მიერ შექმნილი ტანსაცმელი შეინახება. მისი მდიდრული პარიზული ოფისი საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლის პირდაპირ მდებარეობს და ამ სახლში, მარინის ქუჩაზე უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია მუშაობს. 92 წლის დიზაინერი მუზეუმის გახსნის ცერემონიალზე დამთვალიერებლის ყურადღების ქვეშ მოექცა.

“მაღალი მოდის ბაბუა” – ეს მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის ერთ-ერთი წოდებაა. პიერ კარდენი მოდური ტენდენციის ერთ-ერთ განმსაზღვრელად ითვლება. მისი კარიერა 1953 წელს პირველად შექმნილი ქალის სამოსის კოლექციით დაიწყო. პიერ კარდენის მოდელები საუკეთესო ჟურნალების გარეკანს უკვე 50 წელზე მეტია ამშვენებენ, ხოლო მისი სახელი, კაპიტალის მიხედვით, ევროპის საუკეთესო ათეულს ეკუთვნის.