ოთარ მეღვინეთუხუცესს მარჯანიშვილის თეატრში გაიხსენებენ

829 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდას ოთარ მეღვინეთუხუსესს გაიხსენებენ. პროექტი ლევან წულაძემ განახორციელა. „მთავარია იცოცხლო, მთავარია ითამაშო….“ – ეს იყო მსახიობის მოწოდება, რომელმაც თავისი როლებით დაუვიწყარი კვალი დატოვა ქართულ თეატრსა და კინოში.

“სცენაზე ყოველთვის უჩვეულო შინაგან ძალას ასხივებდა, მისი ყოველი მოძრაობა, ყოველი ჟესტი ადასტურებდა მის განსაკუთრებულობას. ყველა გმირს რომელსაც ანსახიერებდა ერთი მთავარი რამ, ღირსება აერთიანებდა, ცხოვრებაშიც განსაკუთრებით გამძაფრებული ჰქონდა ეს გრძნობა, მან შეძლო ღირსება ყველა დროში შეენარჩუნებინა. უკომპრომისოდ სინდისთან.” – ასე ახასიათებენ მსახიობს კოლეგები.

ოთარ მეღვინეთუხუცესი მარჯანიშვილის თეატრში წლების განმავლობაში მუშაობდა. მის მიერ შექმნილი თეატრალური თუ კინოროლები მაყურებელს გამორჩეულად უყვარს. საყვარელ თეატრში ის სიცოცხლის ბოლომდე მოღვწეობდა. ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო, ახალგაზრდა რეჟისორის ირაკლი გოგიას “მემუარებია”, რომელშიც მხოლოდ ორი მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი და გურანდა გაბუნია მონაწილეობდნენ. მსახიობი არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. მისი სახელობის ვარსკვლავი მარჯანიშვილის თეატრის წინ არის გახსნილი, ხელოვნების სასახლის უკვდავთა თაღში მისი ხელის ანაბეჭდებია, მის საცხოვრებელ სახლთან კი მემორიალური დაფა გაიხსნა. ოთარ მეღვინეთუხუცესი 81 წლის ასაკში შარშან გარდაიცვალა. ის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

თბილისობის დღესასწაულზე დიმიტრი უზნაძისა და რომის ქუჩებს შორის ოთარ მეღვინეთუხუცესის სახელობის მოედანი გაიხსნა. მოგვიანებით კი მსახიობის სახელის უკვდავსაყოფად დედაქალაქში ძეგლის გახსნაა დაგეგმილი.