24 ნოემბერი, 2014

ნიუ იორკ ვოისი თბილისში ჩამოდის

12ნიუ იორკ ვოისი თბილისში ჩამოდის. მათი მონაწილეობით საახალწლო საქველმოქმედო საღამო თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

ნიუო იორკ ვოისი ქართველ მსმენელს 17 დეკემბერს შეხვდება და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ერთობლივ ღონისძიებას წარმოადგენს. კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.

ნიუ იორკ ვოისის ჩამოყვანა თბილისში ჯერ კიდევ გურამ ოდიშარიას კულტურის მინისტრობის დროს თბილისის ბიგ ბენდს სურდა, თუმცა ეს პროექტივ ერ განხორციელდა. ამჯერად კი კულტურის სამინისტრომ ამ კოლექტივის ჩამოყვანა შეძლო და ერთობლივი პროექტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაგეგმა.

საახალწლო საქველმოქმედო საღამოზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება და მათი ფასი 20, 40, 60, 80 და 100 ლარია.