ნინო ქათამაძე “ინსაითის” გარეშე დარჩა

15მომღერალი ნინო ქათამაძე თავისი ჯგუფის “ინსაითის” გარეშე დარჩა. ამის მიზეზი ის საერთაშორისო მუსიკალური პროექტია, რომელზეც მხოლოდ მომღერალი მიიწვიეს, მისი ჯგუფი კი არა.

კონცერტზე, რომელიც 10 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგში გაიმართება, ნინო ქათამაძე თავის სიმღერებს ორკესტრ “ტერემასთან” ერთად შეასრულებს. საღამოს “მსოფლიო მუსიკა” ეწოდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომღერლები არიან მიწვეული.