29 ნოემბერი, 2014

ნიკოლოზ ცისკარიძე რექტორად დაინიშნა

9999ქართველი ბალერონი, დიდი თეატრის ყოფილი პრემიერი ნიკოლოზ ცისკარიძე ვაგანოვსკის აკადემიის რექტორად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ცისკარიძე არჩევნების წესით აირჩიეს. ქართველ მოცეკვავეს მხარი 227-მა ადამიანმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 17 აღმოჩნდა:
“ნამდვილად არ ვაპირებ საკადრო ცვლილებების გატარებას. არ მიმაჩნია, რომ აქ რამის შეცვლაა საჭირო, პირიქით, რაც არის, ის დიდი სიფრთხილით უნდა შევინახოთ. აქ ბალეტს უფრო დიდი ხანია ასწავლიან, ვიდრე სხვა სახელმწიფოები არსებობენ.”
როგორც რუსეთის კულტურის მინისტრის მოადგილემ გრიგორი ივლიევმა განაცხადა, ცისკარიძის ამ თანამდებობაზე დანიშვნით აკადემიას შემოქმედებით ცხოვრებაში მეორე სუნთქვა გაეხსნა:
“არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიარა. მიგვაჩნია, რომ შემოქმედებითმა კოლექტივმა სწორი არჩევანი გააკეთა. ნიკოლოზ ცისკარიძეს ნამდვილად შეუძლია მსოფლიო დონის ვარსკვლავები აღზარდოს.”