27 ნოემბერი, 2014

ნიკოლ კიდმანს კიდევ 4 შვილი სურს

1ჰოლივუდის მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა განაცხადა, რომ თავისი ოჯახის წევრების გაზრდა კიდევ 4 წევრით სურს:

“მიუხედავად იმისა, რომ დედა წინააღმდეგია, ნამდვილად კიდევ ვიყოლიებდი შვილებს, თუკი ეს შესაძლებელი იქნებოდა.”

მისი სურვილი სულაც არ მოიწონა მსახიობის დედამ, თუმცა როგორც ჩანს, მისი ქორწინება წარმატებულია:

“ჩვენ 8 წელია დაქორწინებულები ვართ, თუმცა უკვე 9 წელია ერთად ვართ. ძალიან ვუფრთხილდებით ერთმანეთს და ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი გრძნობები არ განელდეს.”

47 წლის ნიკოლ კიდმანს უკვე 4 შვილი ჰყავს. ორი შვილი გოგონა იზაბელა და ბიჭი კონორი ტომ კრუზთან ქორწინების პერიოდში აიყვანა, ხოლო ორი გოგონა სანდეი და ფეისი ამჟამინდელ მეუღლესთან მუსიკოს კიტ ურბანთან ჰყავს.