28 ნოემბერი, 2014

ნაომი კემპბელი ებოლას ებრძვის

11მოდელი ნაომი კემპბელი მსოფლიოში გამეფებულ ახალ ვირუსს ებოლას ებრძვის. მან არაერთხელ განაცხადა, რომ ახალი ვირუსის პანიკური შიში აქვს. თუმცა, გადაწყვიტა შიში დაამარცხოს და ებოლასთან საბრძოლველად კონკრეტული ზომები მიიღოს.
ამ მიზნით შავმა პანტერამ ლონდონში საქველმოქმედო მაღაზია გახსნა, რომელიც ებოლას წინააღმდეგ არის მიმართული. მოდელმა ბუტიკს, რომელიც ლონდონის ცენტრში მდებარეობს, “მოდა დახმარებისთვის” დაარქვა. ბუტიკში იყიდება როგორც ნაომის გარდერობიდან შერჩეული სამოსი, ასევე მისი მეგობრების რჩეული კოსტიუმები. მაღაზიაში მრავლადაა დოლჩე და გაბანას, ჟივანშის, ალექსანდრ მაქქვინის, სტელა მაკარტნის და სხვა ცნობილი დიზაინერების ნამუშევრები:
“აუცილებელია საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ამ პრობლემას და ყველამ ერთად შევაჩეროთ ებოლას გავრცელება მსოფლიოში.”