28 ნოემბერი, 2014

ნანა ჯორჯაძემ ახალი ფილმი გადაიღო

13კინორეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ ახალი ფილმი გადაიღო. მისი ჩვენება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში შედგება. “ჩემო ქალთევზა, ჩემო ლორელაი” – ჰქვია ფილმს და ის სექციაში “ევროპული კინოს ფორუმი” იქნება წარმოდგენილი.
80 წუთიანი ფერადი ფილმი უკრაინისა და რუსეთის ერთობლივი ნამუშევარია. სცენარი დინარა სეიდოვას ეკუთვნის, ოპერატორი მიხეილ კვირიკაძეა, მუსიკა: ასეა სულ, მონტაჟი ევგენი მიტროფანოვის, პროდიუსერი იგორ ბუკრეევი, ვალერი კალმიკოვი, პაველ პოლიაკოვი. ფილმში მონაწილეობენ ეკატერინა მოლჩანოვა, ოლეგ სკრიპკა, ევგენი რიბა, მიხაილ შტეინშნაიდერი, ვიაჩესლავ ხახალკინი, ალექსანდრ ონიშჩენკო.
“მშვენიერ ველურ ზღვისპირა სოფელში ახალი რომანტიკული ამბავი იბადება. მისი გმირები 14 წლის ფიოდორი და 18 წლის ნიურკა არიან. მიამიტ ბიჭსა და ადგილობრივ „მსახიობს” შორის თითქოს არაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ორივეს პირველი სიყვარულის გრძნობა გაიტაცებს. ნიურკა ანჟელიკას როლის შესრულებაზე ოცნებობს საყვარელი ფრანგული რომანიდან „ანჟელიკა და მეფე”. ის ფიოდორსაც ამ რომანის გმირის, ნიკოლას როლში ხედავს. მათი ამბავი აჩვენებს, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს. ის შეყვარებულთა გულებში სიმამაცეს აღვიძებს და ზრდასრულს ბავშვად, ბავშვს კი ზრდასრულ ადამიანად აქცევს.”