30 ნოემბერი, 2014

მოზარდმაყურებელთა თეატრი ზუგდიდში მიდის

2ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი ზუგდიდში გასტროლზე მიდის. 30 ნოემბერს მოზარდმაყურებელთა თეატრის მიერ წარმოდგენილი იქნება ორი სპექტაკლი: “ხუთკუნჭულა” რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი და “ჩვენ გველის დიდება” რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი.
დიმიტრი ხვთისიაშვილის “ხუთკუნჭულა” ამავე სახელწოდების ზღაპრის მიხედვით არის დადგმული. სპექტაკლის მხატვარი ნინო ჩიტაიშვილია, მუსიკალური გამფორმებელი ალექსანდრა ლორთქიფანიძე, ქორეოგრაფი ანანო სამსონაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ თამარ მამულაშვილი, დავით ხახიძე, მარიამ ჩუხრუკიძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ნიკა ნანიტაშვილი, მაია ხორნაული, ნინო ანდრიაძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, მამუკა ბოგვერაძე, ნათია კუპატაძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, ია ჭილაია, გიორგი ჯიქურიძე და სოფიო ებრალიძე.

მანანა ბერიკაშვილის “ჩვენ გველის დიდება” ასახავს ნიჭიერი სტუდენტების ცხოვრების მონაკვეთს, რომლებიც ხელოვნების ინსტიტუტში სწავლობენ. ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ახალგაზრდების მიზანი ერთია: „მათ დიდება სურთ!“ ზოგი მათგანი ბუნებრივი ნიჭითაა დაჯილდოვებული, ზოგიერთი მიზანს მძიმე შრომით მიაღწევს, ზოგიერთი მხოლოდ მასწავლებლების დაპირებების საფუძველზე აპირებს თავისი ოცნებების ასრულებას. ზოგს მშობლების სრული მხარდაჭერა აქვს, ზოგიერთი კი საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ოჯახის მოთხოვნებს ასრულებს, ზოგი მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არის დარჩენილი. ზოგს ნათლად წარმოუდგენია, რას მიაღწევს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ხოლო ზოგი ცხოვრების დინებას მიჰყვება.

სპექტაკლის მხატვარია მერაბ მოისწრაფიშვილი, კომპოზიტორი ანა ქასრაშვილი, ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილი, კოსტუმების მხატვარი ნინო მალაზონია, კონცერტმაისტერი ნატო ესაკია, სიმღერების ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძე, ქორმაისტერი ალექსანდრა ლორთქიფანიძე, არანჟირება დავით უგრეხელიძისა, თარგმანი და ინსცენირება მანანა ბერიკაშვილისა. სპექტაკლში მონაწილეობენ ნინო ლეჟავა, ხატია მელქაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ვახტანგ ჩაჩანიძე, სალომე წურწუმია, შალვა ანთელავა, ნინო ანდრიაძე, ანი ზამბახიძე, დავით როსტომაშვილი, ნათია კუპატაძე, რატი ნავაძე, თეკლა ჯავახაძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, გიორგი შავგულიძე, ია ჭილაია, დენ ხლიბოვი, გიორგი ჯიქურიძე, სოფიო ებრალიძე, ანა სანაია, ანო მაისურაძე, სანდრო დავითაშვილი, გიორგი ტორიაშვილი.