25 ნოემბერი, 2014

მიკი რურკი კრივს უბრუნდება

1362 წლის ჰოლივუდელი მსახიობი მიკი რურკი კრივს უბრუნდება. მსახიობმა ამისთვის 15 კილოგრამიც დაიკლო და უკვე პირველი მეტოქეც ჰყავს.

28 ნოემბერს მოსკოვში მსახიობი რინგზე 29 წლის ამერიკელ მოკრივეს ელიოტ სეიმურს დაუპირისპირდება:

“ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ვემზადები. დღეში სამჯერ ვვარჯიშობ ჩემს მწვრთნელთან ერთად. სპეციალურად ამ ბრძოლისთვის 15 კილოგრამი დავიკელი.”

მიკი რურკი ჰოლივუდში კინოკარიერის დაწყებამდე მოყვარული მოკრივე იყო. 90-იან წლებში მან 8 მატჩი ჩაატარა, როგორც პროფესიონალმა. სწორედ კრივის დროს მიღებულმა ტრავმებმა გადააწყვეტინა მსახიობს პლასტიკური ოპერაციების გაკეთება.