მეთიუ მაკკონაჰს ვარსკვლავი გაუხსნეს

15ამერიკელ მსახიობს მეთიუ მაკკონაჰს ჰოლივუდის დიდების ხეივანში სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს. საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ მსახიობის მეუღლე და მისი სამი შვილი.

“ისეთი კარიერა მაქვს, რომ ყოველთვის დიდი მოლოდინით ვუცდი ორშაბათის გათენებას, რათა სამსახურში წავიდე. ამაყი ვარ იმით, რომ შემიძლია ასე ვილაპარაკო. კინოსამყარომ მომცა ისეთი ოცნებების ასრულების შესაძლებლობა, რომელსაც ვერასოდეს ვინატრებდი,” – განუცხადა ჟურნალისტებს მსახიობმა.

45 წლის მსახიობისთვის ეს წელი საკმაოდ წარმატებული იყო. მან ამერიკული კინოაკადემიის ორი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მიიღო “ოსკარი” და “ოქროს გლობუსი”. მთლიანობაში მსახიობს 40-მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მეთიუ მაკკონაჰის ვარსკვლავი დიდების ალეაში რიგით 2534-ეა.