მერილ სტრიპი საოპერო დივას ითამაშებს

მერილ სტრიპი საოპერო დივას ითამაშებსოსკაროსანი მსახიობი მერილ სტრიპი საოპერო დივას ითამაშებს. მას რეჟისორმა სტივენ ფრირზმა შესთავაზა მონაწილეობა ფილმში, სადაც ის გასული საუკუნის საოპერო მომღერლის ფლორენს ფორესტ ჯენკინსის როლს შეასრულებს.

ეს საოპერო მომღერალი უნიკალურია და მან სახელი გაითქვა მუსიკალური სმენის არქონით. მას არ ჰქონდა არც რიტმის გრძნობა და მომღერლისთვის დამახასიათებელი რამე ნიჭი. კრიტიკოსი დანიელ დიქსონი წერდა: „იგი კრიახებდა და ყმუოდა, ხაოდა და ვიბრირებდა“. თუმცა ეს მას სულაც არ უშლიდა ხელს საკუთარი თავი განუმეორებელ მომღერლად მიეჩნია. მის კონცერტებზე ატეხილ მაყურებლის სიცილს მადამ ჯენკინსი შურსა და უვიცობას მიაწერდა.

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ფლორენსმა მოახერხა და სოლო კონცერტი კარნეგი-ჰოლში გამართა. ამან ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ კონცერტამდე რამდენიმე კვირით ადრე ყველა ბილეთი გაიყიდა.

მერილ სტრიპს პარტნიორობას ჰიუ გრანტი გაუწევს, რომელიც ფილმში საოპერო დივას მენეჯერისა და პარტნიორის როლს შეასრულებს.