მსახიობი მერილ სტრიპი დააჯილდოვეს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი თეთრ სახლში გაიმართა. თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი მსახიობმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, ბარაკ ობამასგან პირადად მიიღო. ეს არის უმაღლესი ჯილდო იმ მოქალაქეებისთვის, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მშვიდობის მხარდაჭერაში და საზოგადო და კულტურულ საქმიანობაში.
“მე მიყვარს მერილ სტრიპი, მისმა ქმარმა ისიც, რომ მე ის მიყვარს. ჩემმა მეუღლემ, მიშელმაც იცის ამის შესახებ. ჩვენს მეუღლეებს არაფერი შეუძლიათ ამ გრძნობას მოუხერხონ,” – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
65 წლის მერილ სტრიპი არაერთი უმაღლესი ჯილდოს მფლობელია. მას მინიჭებული აქვს სამი ოსკარი და კრიტიკოსთა მიერ, თანამედროვე მსახიობთა შორის, უდიდეს ხელოვანად არის მიჩნეული.