18 ნოემბერი, 2014

მერაბ ნინიძე სპილბერგის ფილმში ითამაშებს

19ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის სტივენ სპილბერგის ფილმში ითამაშებს. ფილმის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ქართველი მსახიობი სტივენ სპილბერგმა მის ერთ-ერთ ფილმში “არსად აფრიკაში” ნახა და იმდენად მოიხიბლა მისი არტისტიზმით, რომ ათი წლის შემდეგ საკუთარ ფილმში მიიწვია.

მერაბ ნინიძის დებიუტი კინოში 1984 წელს, თენგიზ აბულაძის ფილმში “მონანიება” შედგა. მან ასევე შეასრულა როლები ცნობილი ქართველი რეჟისორების ფილმებში “მედიატორი”, “გზაჯვარედინი”, “ერთ პატარა ქალაქში”, “თემო”, “საფეხური”, რომელიც მისი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია.

მერაბ ნინიძე უკვე წლებია უცხოეთში ცხოვრობს. გერმანიაში გადასვლის შემდეგ ქართველმა მსახიობმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა 2001 წელს გამოსულ, კაროლინა ლინკის ფილმში “არსად აფრიკაში”, რომელმაც “ოსკარის” პრემია საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში მოიპოვა.