20 ნოემბერი, 2014

მარჯანიშვილის სხვენში პრემიერაა

1122, 23 და 25 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრის სხვენში პრემიერაა. რეჟისორი მამუკა ტყემალაძე წარმოადგენს რეზო ნაჭყებიან პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “სახლი ღრუბლებში”, რმოელშიც ორი მსახიობი გია აბესალაშვილი და ვანო იანტბელიძე მონაწილეობენ.

სპექტაკლში ასახულია ურთიერთობა მამასა და შვილის შორის, მძიმე დაავადებასთან შეგუებული ადამიანების ურთიერთობა, “თამაშში” აყოლა, სხვადასხვა მოგონილი თუ რეალური ისტორიებისა და სიტუაციების შექმნის ილუზია. რა მიაქვთ ადამიანებს ამ ქვეყნიდან არაფერი! რა რჩებათ? მხოლოდ ურთიერთობები, რომელიც ცხოვრებას უმსუბუქებთ!

„წვიმს, თავსხმაა, კარტოფილით სავსე ტომარა აქვს მოკიდებული ბაბუაჩემს და მიდის რომელიღაც უცხო ბაქანზე, მიაქვს ბაქანი ქარს და წვიმას. ცალი ხელით ქუდი უჭირავს, ეს ტომარაც კარგად მძიმეა, ვაგონი კი შორსაა, მაგრამ რა ქნას მაინც მიდის. ბაბუაჩემის მამა დამსახურებული „პრავადნიკი“ იყო, იმას დაყავდა ხალხი რეისებში. ამ დროს სადგურში მტრედები იყვნენ ხოლმე ჩვეულებრეივ; ვითომ რა მოხდა, რა შეიცვალა მას აქეთ, რატომ აღარ უყვართ მტრედებს სადგური ნეტავ? ვაკვირდები მგზავრობისას და ასეა ნამდვილად, არსად ჩანან, სადღაც გაქრნენ მტრედები,” – ასეთია სპექტაკლის სინოფსისი.