23 ნოემბერი, 2014

მარიამ ხაჭვანი ახალ ფილმს იღებს

OLYMPUS DIGITAL CAMERAრეჟისორი მარიამ ხაჭვანი ახალ ფილმს იღებს, რომელსაც “დედე” ეწოდება. “დედე”-ს სცენარი კანში მსოფლიოს კინოს პავილიონზეც მოხვდა და მას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყეველებენ. ამ სცენარმა საქართველოში “გალა” აიღო და  2012 წლის საუკეთესო კინოსცენარად დასახელდა, სომხეთში კი გაიმარჯვა, როგორც საუკეთესო რეგიონალურმა პროექტმა:

“მინდა სვანების საყურადღებოდ ვთქვა და, არა მარტო სვანების, ამ ფილმს ვიღებ იმიტომ, რომ სვანეთის კულტურა, ტრადიციები, ფოლკლორი, ისტორია, მახვშის პატივისცემა, ხატებისადმი მოკრძალება, სიტყვის ძალა და ბევრი საინტერესო მოვლენა აღვწერო როგორც დოკუმენტური ფილმი, აღვწერო ისე, როგორც იყო, ათჯერ გადამოწმებული ფაქტების მიხედვით და წლების მერე იამაყებს ყველა ამით. ჩემს მიერ ჩამოთვლილი ყველა ფაქტი თუ მოვლენა, მათ შორის, სვანური ენა, იკარგება და, მე როგორც ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარი და მოყვარული ჩემი ულამაზესი კუთხის, მინდა ჩემს ფილმში მსოფლიოს ვაჩვენო რომ გმირი წინაპრების შთამომავლები ვართ და მეტი არაფერი.”