28 ნოემბერი, 2014

მარგო ლუჩკო ესტრადას უბრუნდება

18ტელეწამყვანი და მომღერალი მარგო ლუჩკო ესტრადას უბრუნდება. 29 ნოემბერს მარგო ლუჩკო გელა გნოლიძესთან ერთად სითი კლუბში კონცერტს გამართავს, რომელსაც ორგანიზატორებმა “ბრილიანტის ღამე” უწოდეს.

მარგო ლუჩკო, როგორც მომღერალი “საქართველოს ვარსკვლავში” გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მან კონკურსში ვერ გაიმარჯვა, პოპულარობა მალე მოიპოვა და ხალხის სიყვარულიც დაიმსახურა.

რამდენიმე წელი მარგო ლუჩკოს შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა საპატიო მიზეზით. ლამაზმანი გათხოვდა და შვილი გააჩინა. მოგვიანებით კი კვლავ ეკრანს დაუბრუნდა და ტელეწამყვანობა დაიწყო. მარგო ლუჩკო ამჟამად “შალვა რამიშვილის შოუს” თანაწამყვანია. ის “ცეკვავენ ვარსკვლავების” მეხუთე სეზონშიც მონაწილეობდა, თუმცა მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტი დატოვა.

რაც შეეხება კონცერტის მეორე მონაწილეს, გელა გნოლიძეს, ის უკვე წლებია ქართულ ესტრადაზე მოღვაწეობს. ბოლო პერიოდში ისიც შალვა რამიშვილის შოუში გამოჩნდა, სადაც პოლიტიკური ჯაზები მიყავს. ამჯერად მარგო და გელა დაწყვილდნენ და სითი კლუბში თავის მსმენელს ელოდებიან.