27 ნოემბერი, 2014

“მანდარინებით” ამერიკაში დაინტერესდნენ

2ქართველი კინორეჟისორის ზაზა ურუშაძის ერთ-ერთი ბოლო ფილმით “მანდარინები”, რომელიც ოსკარზეა წარდეგნილი ესტონური მხარის მიერ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, ლოს ანჯელესის კინოკრიტიკოსტთა ასოციაციის პრეზიდენტი დაინტერესდა. ამერიკაში მყოფმა ზაზა ურუშაძემ სტატიის ლინკი გაავრცელა და ამისთვის ბოდიშიც მოიხადა:

“ცოტა უხერხულია საკუთარ ფილმზე რომ ვდებ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ჰოლივუდ რიპორტერია და თან ლოს ანჯელესის კინოკრიტიკოსტთა ასოციაციის პრეზიდენტი ფარბერი წერს მანდარინებზე, მაინც ქართული კინოა…”

http://www.hollywoodreporter.com/review/tangerines-film-review-751491