მადონას ახალი რჩეული ჰყავს

მადონას ახალი რჩეული ჰყავსპოპმომღერალ მადონას ახალი რჩეული ჰყავს. ამჯერად მან არჩევანი საოპერო მომღერალზე შეაჩერა. ის არასდროს მალავდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცები მოსწონდა, მაგრამ 56 წლის მადონამ ვერ ააწყო ურთიერთობა 26 წლის მოცეკვავესთან ტიმორ სტეფენსონთან. ამას მომღერალი დიდად არ დაუსევდიანებია, რადგან მან ახალი რჩეული იპოვა.

მადონამ თვალი 45 წლის საოპერო მომღერალს იონას კაუფმანს დაადგა. ტაბლოიდები თვლიან, რომ ის მადონას რჩეულთა შორის ყველაზე ბებერია. მათ ერთმანეთში ლონდონში გამართულ ერთ-ერთ გამოფენაზე გაიცნეს. მადონამ კაუფმანი თავის ახალ ალბომში სიმღერის ჩასაწერად მიიწვია.

ყველას ეგონა, რომ მადონას საოპერო მომღერალი მალევე მობეზრდებოდა, მაგრამ შეცდნენ, მადონა სულ იმას ამტკიცებს, რომ მისი იდეალური ფიგურის საიდუმლო არა მარტო ფიტნეს დარბაზებში აქტიური სიარულია, არამედ ის შეგრძნება, რომელსაც მას სიყვარული ანიჭებს.

თავის მხრივ მადონას ახალ რჩეულს არასდროს ბეზრდება იმაზე ლაპარაკი, რომ თავისზე უფროსი ქალები მოსწონს. ის უკვე გაშორდა მეუღლეს, ასევე საოპერო მომღერალს მარგარეტ იოსვინგს და ახლა მადონასთან ურთიერთობით ტკბება.