25 ნოემბერი, 2014

ლიზა ბაგრატიონი კონცერტს გამართავს

15მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს. საღამო 14 დეკემბერს არის დანიშნული.

მომღერალთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ალტისტი გიორგი ცაგარელი, საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი მუსიკალური ხელმძღვანელის ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, რომელიც ასევე საორკესტრო ვერსიების ავტორია. საღამოს სპეციალური სტუმარიც ჰყავს – მარიო სტეფანო პიეტროდარკი აკორდეონისტი იტალიიდან.

ლიზა ბაგრატიონი მონატრებული მსმენელისთვის თავისი რეპერტუარიდან გამორჩეულ სიმღერებს იმღერებს. უკვე წლებია მომღერალი ქართველი მსმენელის წინაშე ასეთი გრანდიოზული კონცერტით არ წარმდგარა. როგორც მომღერალი აღნიშნავდა, იყო პერიოდი, როცა მას არავინ ეძახდა კონცერტებზე, თუმცა ის მაინც ყოველთვის მღეროდა და იმისიც სჯეროდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ლიზა ბაგრატიონი თავის ერთგულ მსმენელს ისევ შეკრებდა კონცერტზე.