ლედი გაგა: “ელტონ ჯონმა გადამარჩინა”

ლედი გაგა: "ელტონ ჯონმა გადამარჩინა"ეპატაჟურმა მომღერალმა ლედი გაგამ უცხოურ გამოცემებთან ინტერვიუებში აღიარა, რომ ერთი პერიოდი მთლიანად დაკარგა კონტროლი საკუთარი თავზე  და მავნე ჩვევებს მიეძალა.

“სანისთვის” მიცემულ ინტერვიუში 28 წლის მომღერალმა განაცხადა, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლაში მას თავისი დიდი ხნის მეგობარი ელტონ ჯონი დაეხმარა:

“ელტონ ჯონმა გადამარჩინა. ახლა არაფერს ვიღებ. ძალიან კარგია, როცა ისეთ ადამიანებთან მეგობრობ, რომელბმაც უკვე გაიარეს ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან ბრძოლის გზა. ის მე ძალიან დამეხმარა.”

ლედი გაგა ელტონ ჯონის ბიჭის ნათლიაა. ძველი მეგობრის თანადგომითა და რჩევებით, ლედი გაგა მიხვდა, რომ ძალიან ბევრს ეწეოდა და საკუთარ მავნე ჩვევებთან გამკლავება უნდა დაეწყო. დრთოა განმავლობაში მომღერალმა ფასეულობები გადააფასა და გამოსწორების გზას დაადგა.