23 ნოემბერი, 2014

ლაშა თაბუკაშვილი 64 წლის გახდა

7ქართველი მწერალი და დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი გიორგობის დღესასწაულზე 64 წლის გახდა. ის ცნობილი მსახიობის მედეა ჯაფარიძისა და რეჟისორის რეზო თაბუკაშვილის შვილია.

იუბილარი მწერალი სხვადასხვა წლებში იყო მწერალთა კავშირის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების რეფერენტი, კინომსახიობთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე, კინოსტუდია ,,ქართული ფილმის” მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი, მწერალთა კავშირის წევრი, მწერალთა კავშირის მდივანი, ჟურნალ “XX საუკუნესთან” დააარსა მწერალთა კავშირის კლუბი “XX საუკუნე”. მისი ბიოგრაფია შეტანილია იუჯინ ო’ნილის სახელობის დრამატურგთა ცენტრის კატალოგში “100 ყველა დროის ცნობილი დრამატურგი”.

ლათა თაბუკაშვილი არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. მას მიენიჭა თეატრალური პრემია “დურუჯი” საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესისთვის “ათვინიერებენ მიმინოს”, ასევე რუსთაველის სახელმწიფო პრემია წლის საუკეთესო პიესისთვის “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”. ამ პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი რეზო ჩხიკვიშვილისა და ეკა ქუთათელაძის მონაწილეობით წლების განმავლობაში სრული ანშლაგით მიმდინარეობდა.