24 ნოემბერი, 2014

ლადო მესხიშვილის გარდაცვალებიდან 94 წელი გავიდა

6ქართველი მსახიობისა და რეჟისორის ლადო მესხიშვილის გარდაცვალებიდან 94 წელი გავიდა. მას სახალხო არტისტის წოდება სიკვდილის შემდეგ მიენიჭა.

ლადო მესხიშვილი ჯერ თბილისის ერთ-ერთ კერძო პანსიონში სწავლობდა, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ავადმყოფობის გამო უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თელავში, სადაც სამ წელიწადს იმსახურა, პარალელურად მონაწილეობდა რუს სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. მოგვიანებით შევიდა თბილისის ქართულ დრამატულ დასში, გამოდიოდა რუსულ სცენაზე, ხელმძღვანელობდა თბილისისა და ქუთაისის დრამატულ დასებს. მსახიობი და რეჟისორი მხარს უჭერდა სახალხო ბრძოლას, თვითონაც იბრძოდა ბარიკადებზე, მიტინგებზე რევოლუციურ ლექსებს კითხულობდა. ტირანიისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდა მისი დადგმებიც, სადაც თვითონვე ასრულებდა მთავარ როლებს.

ლადო მესხიშვილის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ მისი სახელი ქუთაისის დრამატულ თეატრს მიენიჭა.