18 ნოემბერი, 2014

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო დასჯით გვემუქრება

9საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას დასჯით ემუქრება. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს უნებართვო სამუშაოები, შავი არქეოლოგია და განძთმაძიებლობა ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან არქეოლოგიური ობიექტის განზრახ დაზიანება და განადგურება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო სამუშაოები ისჯება კანონით, შავი არქეოლოგია და განძთმაძიებლობა ისჯება კანონით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან არქეოლოგიური ობიექტის განზრახ დაზიანება და განადგურება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით,ვადით ორ წლამდე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიზანია, ძეგლთა დაცვის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამ მხრივ ახლადდამზადებული საინფორმაციო ვიდეო რგოლები ფაქტობრივად პირველი ნაბიჯია, რომელიც საზოგადოებას, ძეგლზე უნებართვო სამუშაოების, შავი არქეოლოგიის/განძთამაძიებლობის და ძეგლის განზრახ დაზიანებისა თუ მისი განადგურების შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინეულ სანქციებს შეახსენებს.