27 ნოემბერი, 2014

კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება

144 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ყავის სმა კულტურის სამინისტროსთან (საპროტესტო “სოლიდარობის” აქცია) – ასე ეწოდება ღონისძიებას, რომელსაც აქციის ორგანიზატორები აწყობენ.

“ყავის სმა უსაქმურობასთან, ჭორაობასთან ასოცირდება. ყავას ადამიანი სვამს მაშინ, როდესაც განტვირთვა ან ვინმესთან საუბარი სურს, ან უბრალოდ საქმე არ აქვს. ყავის დალევა სამინისტროში პრობლემის და საქმის არარსებობაზე მიანიშნებს. ეს არის კულტურის სამინისტროს ახალი პოლიტიკა, რომელიც მუდმივად დაკავებულია და საზოგადოებისთვის არ სცალია. აქცია მიმართულია სამინისტროს ინერტულობის წინააღმდეგ, რომელსაც არ აქვს ჩამოყალიბებული მკაფიო ხედვა კულტურის პოლიტიკასთან დაკავშირებით და დაკავებულია ყავის სმით.”