28 ნოემბერი, 2014

კოტე თოლორდავა აქციაში ჩაერთო

10მსახიობი კოტე თოლორდავა აქციაში ჩაერთო, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული. საქართველოში ბოლო დროს გახშირებული ძალადობის ფაქტების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მასშტაბური სოციალური კამპანია სახელწოდებით: „არა ძალადობას!“ საქართველოს მასშტაბით წარმოებულ კამპანიას ეხმიანება და მასში საავტორო პროექტით მონაწილეობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი და მისი 26 მსახიობი. მათ შორის საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები კოტე თოლორდავა, ვახტანგ ჩაჩანიძე, მაია ხორნაული, პავლე ნოზაძე, თამარ ტყემალაძე, ბერტა ხაფავა და სხვები. აღნიშნულმა პროექტმა მოზარდმაყურებელთა თეატრის სხვადასხვა თაობის არტისტები გააერთიანა. პროექტის ავტორია თათია პაქსაშვილი, სცენარის ავტორი რეჟისორი გოგა ქაჩიბაია, ფოტოები კი ირაკლი გედენიძემ გადაიღო.
8 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ფოტო გამოფენა-აქცია სახელწოდებით: „გამოდი! ძალა არა ძალადობაშია!“ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ძალადობის თემაზე გადაღებული 20-მდე, შავ-თეთრი ფოტო. სპეციალურად გამოფენისთვის დამზადდება ვიდეო-ინსტალაცია და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ორიგინალური ფორმით მიეწოდება დამთვალიერებელს.