კირა ნაითლი დედა გახდება

6666ჰოლივუდელი ლამაზმანი კირა ნათილი დედა გახდება. მსახიობისა და მისი ბრიტანელი მუსიკოსი მეუღლისთვის ჯეიმს რაიტონისთვის ეს პირველი შვილია. მართალია, წყვილს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა მათთან დაახლოებულმა პირმა ჟურნალისტებს ეს სასიამოვნო ამბავი უკვე გაანდო:

“კირა 12 კვირის ორსულია, თუმცა ეს სულაც არ უშლის მას ხელს აქტიური ცხოვრებით იცხოვროს. ის და მისი სტილისტი ისეთ სამოსს არჩევენ, რომელიც ოსტატურად დამალავს მის მუცელს. კირა და ჯეიმსი ძალიან ბედნიერები არიან. ორსულობა დაგეგმილი არ იყო, მაგრამ მათ შვილის ყოლის დიდი სურვილი აქვთ.”

ჟურნალისტებმა მსახიობი ნიუ იორკში ჯინსის კომბინიზონში შეამჩნიეს, რომელიც მუცელს ოსტატურად მალავდა. წვეულებებზე სტუმრობისას კი კირა ისეთ სამოსს არჩევს, რომელიც მის სილუეტს გამოკვეთილად არ გაუსვამს ხაზს.