ხელნაწერთა ცენტრში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება

1424 ნოემბერს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კორნელი კეკელიძის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ილია აბულაძისადმი მიძღვნილი IV სამეცნიერო კონფერენცია.

ილია აბულაძე გახლდათ ფილოლოგი, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. მისი ინიციატივით 1958 წელს დაარსდა ხელნაწერთა ინსტიტუტი, დღეს უკვე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რომლის პირველი დირექტორიც თავადვე იყო. ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ-სომხური ფილოლოგიის პრობლემებისადმია მიძღვნილი. მას ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი თუ ორიგინალური ძეგლების მეცნიერულ-კრიტიკული პუბლიკაციები. მის სახელთანაა დაკავშირებული კავკასიის ალბანელთა ანბანის აღმოჩენა.

2010 წელს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საფუძველი ჩაუყარა ილია აბულაძისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმართება ყოველწლიურად ნოემბერში, ილია აბულაძის დაბადების დღის 24 ნოემბრის ახლო დღეებში.

სამეცნიერო კონფერენციის ძირითადი თემატიკაა კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია; წყაროთმცოდნეობა-დიპლომატიკა; პალეოგრაფია-ეპიგრაფიკა; ხელნაწერი წიგნის ხელოვნება; არქივთმცოდნეობა; რესტავრაცია; დიგიტალიზაცია, ელ. რესურსები; ძველი ნაბეჭდი წიგნი.