30 ნოემბერი, 2014

კენი უესტი დიზაინერობას იწყებს

6მომღერალმა კენი უესტმა თავისი განცხადებით საზოგადოება შოკში ჩააგდო:

“აღარ მინდა სიმღერა. მე ვასრულებ ჩემს მუსიკალურ კარიერას და ჩემს თავს მსოფლიო მოდას ვუძღვნი,” – განაცხადა მომღერალმა.

ამ სენსაციური განცხადებისკენ მომღერალს მისმა ნაიკთან თანამშრომლობამ უბიძგა. მისი დიზაინით შექმნილი ფეხსაცმელები ე ბაის ინტერნეტ აუქციონის ჰიტი გახდა.

მოგვიანებით რეპერმა თანამშრომლობა დაიწყო მეორე სპორტულ ფირმასთან – ადიდასთან, რომელმაც მისი ჰონორარი საგრძნობლად გაზარდა.

ამჟამად მომღერალი ასრულებს მუშაობას სამოსის ხაზზე, რომელიც ადიდასისთვის იქმნება და მომავალში მოდის სამყაროში გადასვლას გეგმავს:

– წარსულში, როცა არ მყავდა ცოლი და შვილი, ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი. ახლა მინდა ჩემი შესაძლებლობები სერიოზულად მოვსინჯო მოდის სფეროში. თავიდან ნაიკთან ვთანამშრომლობდი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ბრენდი. არანაკლებად მიყვარს ადიდასიც, მაგრამ ახლა ოჯახი მყავს და მათზე უნდა ვიზრუნო. დავასრულე კონტრაქტი ადიდასთანაც, ახლა დამოუკიდებლად ვიწყებ მუშაობას და მე ვიქნები პირველი ჰიპ-ჰოპ დიზაინერი!”