25 ნოემბერი, 2014

კეიტ მოსმა შვილი გამოაჩინა

1040 წლის ბრიტანელმა ტოპ-მოდელმა კეიტ მოსმა შვილი გამოაჩინა. თავისი 12 წლის ქალიშვილი ლილუ გრეისი მან პირველად წარუდგინა საზოგადოებას. მოდელი ამ წლების განმავლობაში იმდენად აქტიურად მალავდა თავის გოგონას, რომ ყველას ეგონა, მას შვილი საერთოდ არ ჰყავდა. კეიტ მოსმა გოგონა 2002 წელს გააჩინა. ბავშვის მამა გამომცემელი ჯეფერსონ ჰეკაა. ამ დროისთვის მოდელი გიტარიტჯეიმი ჯინსონის მეუღლეა.

კეიტ მოსმა თავის გულშემატკივრებს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო და გოგონა ლონდონში ფილმის “პადინგტონის თავგადასავალი” პრემიერაზე მიიყვანა. ყველამ ერთხმად განაცხადა, რომ გოგონა დედას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. თავად მოდელმა კი განაცხადა, რომ გოგონა მას არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ ხასიათითაც ძალიან ჰგავს:

“ლილის იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა აქვს და კარგად ერკვევა სტილშიც. ის ჩემი უმთავრესი კრიტიკოსია. მას ყველაფერში ვენდობი, ამიტომ სანამ რამეს ჩავიცვამ, აზრს ყოველთვის მას ვეკითხები.”