29 ნოემბერი, 2014

კამერონ დიასი გაძარცვეს

90კამერონ დიასი გაძარცვეს. მისი პირადი მონაცემები ჰაკერებმა “სონი ფიქჩერზ სტუდიოზე” თავდასხმისას მოიპოვეს. კამერონ დიასთან ერთად ჰაკერების მსხვერპლი გახდა ანჯელინა ჯოლიც.

ძარცვა გასულ კვირას მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებას არავინ აპირებდა, თუმცა ახლა ცნობილი გახდა, რომ ჰაკერებმა ანჯელინა ჯოლის და კამერონ დიასის რამდენიმე დოკუმენტი გაასაჯაროვეს, მათ შორის მათი საპასპორტო მონაცემები.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჰაკერების ხელში ცნობილი მსახიობების პირადი მონაცემები ხვდება. სექტემბერში მსგავსი შეტევის დროს ჰაკერების მსხვერპლი გახდნენ რიანა, სელენა გომესი, ჯენიფერ ლოურენსი.