27 ნოემბერი, 2014

კალიგულა ფოთის თეატრშია

4ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 17 დეკემბერს თეატრში გაიმართება ახალი სპექტაკლის პრემიერა. პაატა ციკოლია და ოთო ქათამაძე აკეთებენ პიესას ალბერ კამიუს “კალიგულას” მოტივებზე.

შემოქმედებით ჯგუფში გაერთიანებული არიან პაატა ციკოლია, ოთო ქათამაძე, ქეთი ნადიბაიძე, თენგიხ ნოზაძე, ნიარა ჭიჭინაძე, ლილი ბოდაველი, ნოდარ ბჟალავა, რამინ კილასონია, გიორგი სურმავა, მარიკა ბუკია, ნინო პაჭკორია, თამუნა ჭუბაბრია, გენო შონია, შოთა სასანია და მაია მებონია.