28 ნოემბერი, 2014

ჯორჯ კლუნი ბიჭუნას იშვილებს

8ჰოლივუდის პოპულარული მსახიობი ჯორჯ კლუნი თავის მეუღლესთან ამალ ალამუდინთან ერთად შვილის აყვანაზე დაფიქრდა. როგორც უცხოური გამოცემა “დეილი მეილი” წერს, მას შემდეგ, რაც წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა და ოჯახი შექმნა, შვილად ბიჭის აყვანა გადაწყვიტა.

ჯორჯ კლუნს და მის მეუღლეს სურთ იმ ობოლი ბიჭის მშობლები გახდნენ, ვინც საომარი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს და მშობლების სითბო ყველაზე მეტად აკლია. სანდრო წყაროს ცნობით, მათ სურთ მსოფლიოს ყურადღება მიაქციონ დაობლებული ბავშვების რთულ მდგომარეობას ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა სირია. “დეილი მეილი” იმასაც წერს, რომ წყვილს ამ ნაბიჯისკენ მათმა მეგობრებმა ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ უბიძგეს, რომლებმაც სამი ბავშვი იშვილეს: სამი თვის მედოქსი ანჯელინამ კამბოჯის ჩვილ ბავშვთა სახლიდან წამოიყვანა, ზაქარია ეთიოპიიდან, პაქსი კი ვიეტნამიდან.

ჯორჯ კლუნი და ამალ ალამუდინი სექტემბერში დაქორწინდნენ. მათ სადღესასწაულო წვეულება ვენეციაში გამართეს. ორკვირიანი თაფლობის თვე კი თავიანთ ახალ ბინაში მოიწყეს, რომელიც ლონდონთან ახლოს მდებარეობს.